ელისო კილაძე: “ბოლო 13 წელია რა არ დაუბრალებიათ ჩემთვის…”

2 days ago 6

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და ერთგვარ ჩამონათვალს აკეთებს, თუ, მისი განმარტებით, რას აბრალებენ, რა ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მასთან დაკავშირებით:

ბოლო 13 წელია რა არ დაუბრალებიათ ჩემთვის, ხან ნაცი ვარ, ხან ქოცი, ხან თემურ ალასანია მაფინანსებს იარაღის გაყიდვის ფულით, ხან ბინა გახარიამ მიყიდა და ათასი სისულელე!

კოკა მორგოშიას შპანამ ახალი ლეველი დაიპყრო – ზვიადისტებს ვახოცინებდი თურმე შევარდნაძეს 1991-94 წლებში😃🙈

რა საცოდაობაა ამდენი გაუნათლებელი ბრიყვი🙈

ამ წლებში ქუთაისში ვცხოვრობდი, 1992 წელს პირველი ჩავედი ალმოდებულ ზუგდიდში, პირველმა დავწერე მხედრიონის ეგზეკუციაზე. მასალა გაზეთ “ქუთაისში” გამოქვეყნდა – ზუგდიდი, 17 მარტი👋

რაც არ უნდა დამაბრალოს მორგოშიას მრევლმა, რაც არ უნდა იხტუნოს ხატია ჯანაშიამ – კოკა მორგოშია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დროს მოგონილ ტყუილებზე პასუხისმგებლობას ვერ ასცდება!!

P.S. ამ ე.წ. პადპისკას ტყუილა დაათრევთ, არც დაბადების წელია სწორი და პირველწყაროსაც ვუჩივლე წლების წინ, ბოდიშიც მოიხადა‼️” – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა