ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

4 months ago 22

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ რუსეთს, დაწესებული სანქციების ვადა, გადაწყვეტილება ელჩების დონეზე მიიღეს.

ევროკავშირმა შეძლო უნგრეთის ვეტოს დაძლევა, მედია იუწყებოდა, რომ უნგრეთი სანქციების სიიდან რვა ადამიანის ამოღებას ცდილობდა, შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი ოთხი ადამიანის ამოღებას ითვალისწინებდა.

Reuters-ის თანახმად ელჩები შეთანხმდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების გახანგრძლივებას და სიიდან ამოიღეს სამი გარდაცვლილი ადამიანი, უნგრეთის ზეწოლის მიუხედავად სიაში დარჩა რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი.

საფინანსო კონცერნ “ალფა-ჯგუფის” თანამფლობელი მიხაილ ფრიდმან ლუქსემბურგის ხელისუფლებას მისთვის თითქმის 16 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას სთხოვს. ფრიდმანს მიაჩნია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, უკანონოდ მოახდინა მისი აქტივების კონფისკაცია.
წყაროების თანახმად, ფრიდმანის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის ეს ოდენობა სათუოა, ვინაიდან ზუსტად ვერ ფასდება - ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიზნესმენი ვერ ქირაობს ექსპერტ-შემფასებლებს ევროკავშირში, ხოლო მის ლუქსემბურგულ კომპანიებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ინფორმაციის გაზიარება.

სანქციების ვადა 15 მარტს იწურებოდა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, რუსეთს მრავალი სახის სანქცია აქვს დაკისრებული ევროკავშირის, აშშ-ის და მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნის მიერ.

სრულად წაკითხვა