წაკითხვა: 1
“დიდებული ამბავი! ტყუილის ფაბრიკა დაიხურა. იმედია, საბოლოოდ.”– ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა “მთავარი არხი”-0ს დახურვას.
“კრიტიკული მედია სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რათა მთავრობა საზოგადოებისგან ზედამხედველობას მუდმივად გრძნობდეს, მაგრამ ეს არხი ტყუილის, ღვარძლის, სტრესის და ნიჰილიზმის გამავრცელებელი იყო. უსახელოდ დაიწყეს და ასევე უსახელოდ 0,032%-იანი რეიტინგით დაასრულეს.
საზოგადოების საინფორმაციო უსაფრთხოება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ჩვენთან ამ საკითხს ხელისუფლება ვერ არეგულირებს, სამწუხაროდ. ასეთი საინფორმაციო სპესცამსახურების მიერ შექმნილი სტრესული და ჭარბად ნეგატიური საინფორმაციო ველის გამო, ქვეყანაში შობადობა იკლებს, ხალხი ემიგრაციაში მიდის, რადგან ეს მავნებლები ადამიანებს უიმედობას უთესავენ, ხალხს სტრესავენ და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი, საერთო ჯამში, მკვეთრად უარყოფითია. ვისურვებდი მართლაც ობიექტური კრიტიკული მედია მომრავლებულიყოს საქართველოში. მოვუწონოთ ჯანდაბისკენ გზა მავნებლებს!” წერს ირაკლი გოგავა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს