დედაში სარგებელს კი არა, დედაში სიცოცხლეს უნდა ხედავდე...!

2 months ago 3

📍 ნუ გაბრაზდები, დედა დღეში ბევრჯერ თუ დაგირეკავს და გკითხავს: „როგორ ხარო...“

💔 და თუ შენი ხმა არ მოეწონება, ნუ ეტყვი – რა უნდა მომსვლოდაო... პატარა ხომ არ ვარო... მისთვის სულ პატარა იქნები, რამდენი წლისაც არ უნდა გახდე. ბოლო ამოსუნთქვამდე შენი დარდი ექნება გულში... 🕊️

🌿 მხოლოდ ორი სიტყვა: ,,არ გამიცივდე" რამხელა სითბოს, სიყვარულს და მზრუნველობას იტევს... ეს ჯადოსნური სიტყვები ბევრჯერ მოგენატრება.

⏳ სინანული რომ არ დაგრჩეს სულში, სხვანაირი მოქცევა უნდა ისწავლო...

მერე? მერე დააცქერდები ტელეფონს და ეკრანზე დედის ტელეფონის ნომრის დანახვა მოგინდება სულის სიმწარემდე... და გული გეტკინება... 🥀

💬 ,,დღეში ასჯერ რომ დაგირეკოს დედამ, ასივეჯერ უპასუხე... თორემ დადგება დღე, როცა დახედავ ტელეფონს და გაიფიქრებ: ნეტა დედა ცოცხალი მყავდეს და მისი ხმა გამაგონაო..."

📞 და არ დაიზარო, დღეში ასჯერ რომ დაურეკო დედას და ვერ გიპასუხოს, მაინც იცოდე, რომ დედას თითო შენგან შემავალი ზარის დანახვა მაინც სიცოცხლეს უხანგრძლივებს!  დედაში სარგებელს კი არა, დედაში სიცოცხლეს უნდა ხედავდე...! "

გაუფრთხილდით დედებს! ---

სრულად წაკითხვა