,,დედამ ჯერ არ იცის, რომ შვილი დაკარგა…” – ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები: როგორია გარდაცვლილი ბავშვის დედის მდგომარეობა

1 month ago 7

ხა­შურ­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, 5 ივ­ნისს, დი­ლის 8 სა­ათ­ზე სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ მა­მას, ლე­ვან ბარ­ბა­ქა­ძეს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა, მისი 9 წლის შვი­ლი, ლუკა ბარ­ბა­ქა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ხოლო მისი მე­უღ­ლე, ნანა ხი­ხა­ძე – უგო­ნოდ და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალი ჯერ ხა­შუ­რის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

ნანა ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა და რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ექი­მე­ბის რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე სტა­ბი­ლუ­რია, ის გონ­ზე მო­ვი­და.

ფაქტს ადას­ტუ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნანა ხი­ხა­ძის ძმაც.

“ბევ­რი ზარი შე­მომ­დის და ფი­ზი­კუ­რად ვერ ვპა­სუ­ხობ ყვე­ლას. ნა­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. კონ­ტაქ­ტუ­რია. მად­ლო­ბას გიხ­დით გვერ­დში დგო­მის­თვის და ყუ­რა­დღე­ბის­თვის”, – წერს ძმა, გი­ორ­გი ხი­ხა­ძე.ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ამ დრომ­დე კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცია სა­ხელ­დე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად რა გახ­და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი, ამა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ამ დრომ­დე არ არის. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნის მო­ლო­დინ­შია ყვე­ლა.

ხა­შუ­რის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ჩი­ქო­ვა­ნი ამ­ბობს, რომ სა­გო­ნე­ბელ­ში არი­ან ჩა­ვარ­დნი­ლე­ბი, რად­გან ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხით ბო­ტუ­ლიზ­მი გა­მო­ი­რი­ცხა.

“ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო პა­სუ­ხებს, გა­იგ­ზავ­ნა მა­სა­ლა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, მაგ­რამ ჯერ სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია. მარ­თა­ლია, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი საკ­ვებ­ზე ცალ­კე ატა­რებს ექ­სპერ­ტი­ზას, მაგ­რამ ჩვენ და­მა­ტე­ბით ბი­ნი­დან პო­ლი­ცი­ის მიერ ამო­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბიც გა­ვაგ­ზავ­ნეთ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, რად­გან გვთხო­ვეს, რომ ისიც გაგ­ვეგ­ზავ­ნა, იმა­საც შე­ვა­მოწ­მებ­თო. იქაც მოხ­დე­ბა ამო­ღე­ბულ საკ­ვებ­ზე ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა…წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა