ადვოკატი დარია სამოდუროვას ცნობით, რუსეთიდან დეპორტირებული და დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში მოთავსებული უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს.
„მე დამიკავშირდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში. აქ საუბარი არ გვაქვს ერთ – ორ დღეზე. აქ საუბარია 1 წელიწადზე. ამჟამად სარდაფში იმყოფება 19 ადამიანი. შემაშფოთებელია ის პირობები, რაშიც იმყოფებიან ეს ადამიანები. ნესტიანი სარდაფი, რომელსაც არ აქვს ფანჯარა და სავენტილაციო სისტემა, არ აქვს სველი წერტილი და საკუჭნაო. შსს საკვებით და მედიკამენტებით არ უზრუნველყოფს იქ მყოფ პირებს, არ მიეწოდებათ სამედიცინო დახმარება. არ აწვდიან ჰიგიენის და პირადი ჰიგიენის ნივთებს. სარდაფში მძვინვარებს ანტისანიტარია“, — წერს ადვოკატი.
მისი თქმით, ძირითადად ესენი არიან პირები, რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს ჯერ უკრაინის ტერიტორიიდან, ხოლო შემდეგ იძულებით გააძევეს რუსეთიდან საქართველოში.
„საქართველოს საზღვარზე, პასპორტ კონტროლის გავლისას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ისინი სარდაფში მოათავსეს“, — ამბობს სამოდუროვა.
ადვოკატის შეფასებით, უკრაინელებს თავისუფლების უკანონოდ აქვთ აღკვეთილი და შეზღუდული აქვთ თავისუფლად გადაადგილების უფლება.
„არ არსებობს გადაწყვეტილება საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის შესახებ, არ არსებობს სასამართლოს განჩინება/ბრძანება სარდაფში ადამიანების განთავსების შესახებ, არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რომელიც ახსნიდა ამ პირების არაადამიანურ პირობებში მოთავსებას. არ არსებობს კონკრეტული თარიღი, ამ პირებმა არ იციან როდის დასრულდება მათი ჯოჯოხეთში ყოფნა. ყველაზე ტრაგიკული ის არის რომ რუსეთიდან გაძევებული უკრაინის მოქალაქეების ნესტიან სარდაფში მოთავსების პრაქტიკა 3 წლის წინ დაინერგა. შსს-ს მიერ არაადამიანურ პირობებში ადამიანების უკანონოდ მოთავსების თაობაზე ინფორმირებულია ყველა უწყება, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც ჩანს, ეს მძიმე დანაშაული ნორმად არის ქცეული“, — წერს ადვოკატი.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ გასული წლის ზაფხულში გახდა, როდესაც რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელები საქართველოს საზღვართან დატოვა.
მათ არ აქვთ უფლება, რუსეთში დაბრუნდნენ. თუმცა არც სხვაგან აქვთ წასასვლელი. ერთადერთი გზა მათი სამშობლოში დაბრუნებაა. თუმცა, ტექნიკურად, არც ამის მოხერხებაა მარტივი საქმე.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. კიევი რუსეთს სთავაზობს, მათი მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს.
გარეკანის ფოტო BBC-ის 2025 წლის 10 ივლისის სტატიიდან.
ამ თემაზე:
რუსეთმა ათობით უკრაინელი საქართველოს საზღვართან მოიყვანა და დატოვა
შსს საზღვარზე ჩარჩენილ უკრაინელებზე განცხადებას ავრცელებს
კიევი რუსეთს სთავაზობს, მათი მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·