შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უკავშირდება თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას, ამის შესახებ დამატებითი განმარტებები უწყებაში არ გაუკეთებიათ.
შს სამინისტრო რუსლან შამახიას საქმიანობით 2021 წლის ადგილობრივია არჩევნების დროსაც დაინტერესდა, როცა კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი გამოკითხვაზე დაიბარეს, ის კი გაჩხრიკეს და მისი კუთვნილი იარაღი წაიღეს. მაშინ ითქვა, რომ რუსლან შამახიას, როგორც თადარიგის ოფიცერს, ჰქონდა იარაღის შენახვა-ტარების უფლება, პოლიციის მიერ ამოღებული იარაღი კი სწორედ მის სახელზე იყო რეგისტრირებული.
შსს-ს ცნობით, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.