გუშინ გავრცელდა რაღაც ამაზრზენი, გაუგონარი მკრეხელობის კადრები ერთ-ერთი ლიბერალური სპექტაკლიდან, ადექით და იმოქმედეთ რამე – შოთა მარტინენკო

3 days ago 6

წაკითხვა: 2

პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეხმიანება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ კადრებს რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლიდან.

“გუშინ გავრცელდა რაღაც ამაზრზენი, გაუგონარი მკრეხელობის კადრები თბილისში გამართული ერთ-ერთი ლიბერალური სპექტაკლიდან (არც დავდებ, ისეთი საქონლობაა, უმეტესობამ ნახა ისედაც) და ეს სახელისუფლებო არხები აქეთ რომ უყვებიან ხალხს ამ პრობლემაზე შეშფოთებით, ადექით და იმოქმედეთ რამე, თქვე კაი ხალხო, უბრალოდ მოყოლით რა უნდა გამოსწორდეს, რისი იმედი გაქვთ?!

ხელისუფლების შეურაცხყოფის აკრძალვაზე რომ უცებ მიიღეთ კანონი, მკრეხელობის და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე რომ აკრძალვის დაწესებას ითხოვს ამდენი ხანი ხალხი და ვერაფერი შეგასმინათ, მაგიტომ არის ამნაირ საქონლობებს რომ ბედავენ ლიბერალები და მანდ მხოლოდ სხვებისკენ ხელის გაშვერა კი არა, საკუთარ ბრალზე დაფიქრება და გამოსწორებაა გამოსავალი.

და საერთოდ, ამ წლების განმავლობაში თუ კი ვინმეს საქონლობის ჩამდენისთვის და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელისთვის პასუხის მოთხოვნა და საზოგადოებრივი მორალის თავისით დაცვა უცდია ქვეყანაში, ციხეში წლობით რომ უშვებდით დემონსტრაციულად, შიშის დასანერგად და ამით იმდენად გატეხეთ საზოგადოების ნება რომ ახლა ვიღაც პერვერტებს ოდნავი საფრთხის განცდაც კი არ აქვთ ავადმყოფური ამორალობის ტირაჟირებაზე, ეგ სწორედ თქვენი ნამოღვაწარის შედეგია და მხოლოდ დიფსთეითის დაძალებაზე ბრალის გადამისამართება არ გამოვა. დიფსთეითი იმდენს დაგაძალებს და გაკადრებს, რამდენსაც იკადრებ, ეგაა რეალობა და იმ სამარცხვინო ლიბერალიზაციაში, რომელსაც 12 წელი ჰქონდა ადგილი, თქვენი ბრალის წაშლა არ გამოვა.”- წერს შოთა მარტინენკო.

იხილეთ ვიდეო სპექტაკლიდან:

https://www.facebook.com/watch/?v=923541816469413&rdid=AA2r8maVfknLFE3I

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა