მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს.
ერთ-ერთ კითხვა მსახიობ გურანდა გაბუნიას სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან“ წასვლას შეეხებოდა, რომელზეც თინა მახარაძემ გამომწერებს პასუხი გასცა:
“გურანდა გაბუნია ვერ მიტანდა რაღაც მიზეზების გამო. არ ვიცი, რატომ ვერ მიტანდა” – აცხადებს თინა მახარაძე.
თინა მახარაძე იხსენებს ერთ ისტორიას:
“გურანდა გაბუნია მოვიდა, ხელში ქოლგა ეჭირა და გვერდში შემიჩხიკინა, ისე გამაღვიძა. კი არ მითხრა, გაიღვიძე ან რამე, ქოლგით შემიჩხიკინა.
მოკლედ, გურანდა გაბუნია ვერ მიტანდა და ამას არც მალავდა. სცენარში მქონდა ტექსტი, სადაც ჩემი ქმრის პერსონაჟისთვის უნდა მეთქვა .. (ბილწი სიტყვა), ამაზე პროტესტი გამოთქვა, ისეთ სიტყვებს იყენებს ის ბილწი გოგო თინა მახარაძე, რომ მე ვტოვებ სერიალსო” – ყვება მსახიობი თინა მახარაძე.