» ჯანქი » გლდანში მამაკაცი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?
- 19-მარ, 2025, 11:24
- sportnews
- 11
გლდანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი. შემთხვევა დილით საცხოვრებელ სახლში მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
წყარო: palitravideo.ge
მსგავსი სიახლეები
კომენტარები (0)