გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნება ოფიციალურად გადავადდა. უოტფორდის ცნობით, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი კვლავ აწუხებს ფეხის ძვლის დაზიანება, რის გამოც მას დაახლოებით ექვსკვირიანი იძულებითი პაუზა მოუწევს.
ჩაკვეტაძემ ფეხის თითის ტრავმა გასული სეზონის ბოლოს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობდა, დაზიანება საბოლოოდ გართულდა და მის თამაშში ჩართვა დროებით შეუძლებელი გახდა.
ტრავმის გამო, ჩაკვეტაძე ვერ შეძლებს მონაწილეობას სექტემბერში საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრებში, სადაც გუნდი თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება. ასევე, ამ დაზიანების ფონზე, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი აღარ განიხილება.