WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4

გამოიძიეთ ექვსი წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე – ამ მოთხოვნით ამ წუთებში გენერალურ პროკურატურასთან  აქციაა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას ოფიციალური განცხადებით 2026 წელს მეორედ მიმართა.

გიორგი გვარაკიძის უწყებასთან ბაჩალიაშვილის დედის მხარდასაჭერად მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე და პროევროპულ აქციაზე დაპატიმრებული ახალგაზრდების მშობლები მივიიდნენ.

მინდა იცოდნენ, რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით. აი, ერთი რომ სჭირდებოდეთ, მინდა იცოდნენ, რომ ეს ერთი ადამიანი მუდამ ვიქნები მე მათ გვერდით. ჩვენ არ დაგვიზრდია კარგი გიგა და თამარი იმისთვის, რომ მერე სადისტებმა მიწის ქვეშ ამოგვიფინონ. აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა სავარაუდო დამნაშავე და ყველა უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე”, – აცხადებს ეკა კუპატაძე. 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.