WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სამოქალაქო აქტივისტის, ნათია თოხაძის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ნანა სანდერი დღეიდან მშრალი შიმშილობის დაწყებას აპირებს.

ნათია თოხაძის თქმით პატიმარმა მას ინფორმაცია სხვა პირის დახმარებით მიაწოდა.

აქტივისტი აღნიშნავს, რომ ნანა სანდერს პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად შეეზღუდა ზარების განხორციელების უფლება, ასევე არ ეძლევა შესაძლებლობა პროდუქტები შეიძინოს და არ მიეწოდება მისთვის განკუთვნილი ვეგანურ-დიაბეტური საკვები.

ნანა სანდერმა სხვისი დახმარებით მომაწოდა ინფორმაცია, რომ სრულიად ააქვს შეზღუდული ზარის განხორციელების უფლება, არ ააქვს უფლება პროდუქტების შეძენის და არ მიეწოდება მისთვის განკუთვნილი ვეგანურ-დიაბეტური საკვები.

დღეიდან აპირებს მშრალი შიმშილობის დაწყებას,” – წერს ნათია თოხაძე.