40
2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს – ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ, წელს უკვე მეორედ, მიმართა.
“კეთილი ინებონ და გამოიძიონ, რომ თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა. კომპრომატების გამო არ არის დღეს ჩემი შვილი ჩემთან.
გრიგოლ ლილუაშვილს პირდაპირი კავშირი აქვს, იმიტომ, რომ მაგას რომ ვადებდით ხელს და ჯერ კიდევ არ იყო მაგის ბრალეულობა გამოკვეთილი, „მე არ მომიკლავს თამარ ბაჩალიაშვილიო“. იმაზე გააკეთა მინიშნება, რომ ჩემი დაკვეთით არ მომხდარა და სხვისი დაკვეთით მოხდაო. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ქოლცენტრი, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. ღარიბაშვილის ის (ბრალია) რომ მისი ნათესავის ვილაში მოხდა მკვლელობა“. – ამბობს თეონა თამაზაშვილი
საერთაშიროსო alia.ge