35
მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
მე არა ერთხელ მითქვამს ის რომ, არანაირი 7 მილიონი არ ამოუღიათ ღარიბაშვილის საცხოვრებელი ბინიდან.
ამ ნაძირალა ხელისუფლებას, კარგად ეხერხება ჩადებაც და ამოღებაც.
ქართული ქოცური ხელისუფლება არის სისხლის მსმელი მახინჯი სიტემა.
ესენი არიან კრიმინალი გარეწარი ყაჩაღი ვიგინდარები.
გეორგიევსკის ტრაქტატის ირაკლეები , კრემლის მონები.
რაც შეხება ღარიბაშვილს კიდე განვმეორდები, არანაირი 7 მილიონი არ ყოფილა, გასაგებია ეს პიროვნებაც, ამ ნაძირლების მახინჯი რუსული სისტემის ავტორი და ნაწილი იყო, წლების განმავლობაში.
მაგრამ ბოლო პერიოდში მოვლენები, ქოცებში განვითარდა არა ბევრისთვის სასურველი გზებით.
დადგა საკითხი, ვინ უფრო მონობას დაუმტკიცებდა კრემლის მონას ივანიშვილს და შეირჩა კანდიდატებიც, ასე ვთქვათ მონური კლანი.
ზუსტად აქ დაიწყო დაპირისპირება ქოცების სამეფოში.
ქოცების სამეფო კარში არასასურველი და მათზე ჭკვიანი მონების გაწირვა.
დიახ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაწირვა.
ამ სამეფო კარის კაცების გაწირვის თამაშების დოვთარში, პირველი ჩაიწერე ირაკლი ღარიბაშვილი, ვინ იცოდა იმ ბინძური თამაშების ყველა წესი, შეიძლება ითქვას იმ უგვირგვინო მეფეზე მეტიც კი.
ხოდა ახლა მინდა, ორი სიტყვით მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს, იმედია ეს წერილი ადრესატამდე მივა! მითხარი ან მანიშნე, რატომ მოხდა თემირლანის მკვლელობა, ვფიცავარ ამ ვირთხებს თავზე დავამხობ მათ მიერ შექმნილი ბინძურ სამეფოს.
მომეცი ალიბი და საშუალება, შენც გადარჩე და ქვეყანაც ვიხსნათ ამ კრემლის მონებისგან,” – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
საერთაშიროსო alia.ge