30
ფოტო – გურია ნიუსი
მაკა კუტუბიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
2026 წლის ბახმაროს დოღი.
მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა,
ხალხში შევარდა და 5 წლის გოგონას დაეჯახა. თავი დაუზიანა. ჩოჩქოლმა წამყვანიც შეაშფოთა, მაგრამ გააგრძელეო,
უთხრეს და დოღიც გაგრძელდა.
სასწრაფო ჩვენს წინ იდგა, თვალს ვადევნებდით, შემთხვევა ფინიშიდან პარკისკენ 300 მეტრში მოხდა, ჩვენ ვერ ვხედავდით რეალურად რა მოხდა.
ვფიქრობდი, სასწრაფო რატომ არ გამოიძახეს-მეთქი და ამ დროს ვიღაც კაცი მორბოდა სასწაფოსკენ, თურმე მამა იყო, ექიმები მაშინვე ფეხით წავიდნენ, დოღი გრძელდებოდა, უცებ დავინახე გზიდან კი არა, მინდორ-მინდორ მოჰყავდა მამას ხელში აყვანილი ერთი ციცქნა გოგონა, რადგან გზაზე დოღი იყო, თბები სულ სველი ჰქონდა, იმდენი წყალი ასხეს, ეტყობა. ექიმები უკან მოსდევნდენ, დააწვინეს მანქანაში და მანამ იყო, სანამ დოღი არ დამთავრდა.
დოღი დამთავრდა, დაიძრა, ერთხანს წყალზე იყო გაჩერებული, მერე გიჟივით გავარდა, ცენტრალურ გზაზე მანქანების ესკორტმა შეუშალა ხელი, არც სირენა და არც პოლიციელების ხმები. ერთხანს იქ იყო გაჩერებული, რადგან მანქანები არ აძლევდა თავისუფლად წასვლის საშუალებას.
პოლიციაც უძრავად იყო, ვითომ არაფერი სიმღერები გაგრძელდა და გრძელდება.
იცით?
ბობოლების შვილი რომ ყოფილიყო, ატყდებოდა მარა, რა ატყდებოდა, მაგრამ ის ხომ თქვენი შვილი არ იყო.
აი, ეს ხართ, თქვენ, ქართველების ერთი კატეგორია.
ღმერთო, რა უნდა გითხრა,
ღმერთო, კარგად ამყოფე პატარა გოგონა, გევედრები, ღმერთო.
გამოცემა “გურია ნიუსის” ინფორმაციით, დღეს, ბახმაროს დოღზე ორი ინციდენტი მოხდა – მეორე შემთხვევაში, პირი რომელიც ცხენით ჯირითობდა გადმოვარდა და მანქანას დაეცა. მან დაზიანება ფეხის არეში მიიღო და სასწრაფო დახმარება უტარდება.
საერთაშიროსო alia.ge