პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. – ამის შესახებ ინფორმაციას კირვალიძის ადვოკატი, ბორის ყურუა ავრცელებს.
„გიორგი კირვალიძესთან დადებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება უნდა ბრალდების მხარეს. ხვალ, 4 საათზე, იქნება სხდომა სააპელაციო სასამართლოში. მოთხოვნა ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია“ – წერს ბორის ჩელე ყურუა.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა განაჩენის გამოცხადებისას მან განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
odishinews საერთაშორისო