გასტრონომიის სააგენტოს უფროსად ლევან ქარუმიძე დანიშნეს

14 hours ago 13

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილ ახალ სსიპ-ის, გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს, ლევან ქარუმიძე უხელმძღვანელებს – ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

ქარუმიძე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ოცნების“ პარტიული სიით.

დეკლარაციის თანახმად, 2025 წელს, აგვისტომდე ლევან ქარუმიძე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, შემდგომ კი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე.

სსიპ „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ მთავრობის 2026 წლის 20 ივლისის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა.

სააგენტოს შექმნის გაცხადებული მიზანია გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის ფორმირება და განხორციელება.

სრულად წაკითხვა