გასტრონომიის სააგენტოს თავმდჯომარედ დაინიშნა ლევან ქარუმიძე, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი ყოფილი დეპუტატი

14 hours ago 9

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახლადშექმნილი უწყების, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა ლევან ქარუმიძე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი.

ტასტრონომიის სააგენტო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეიქმნა 2026 წლის 20 ივლისიდან, - „ქართული ოცნების“ მთავრობის 18 ივნისის დადგენილების საფუძველზე.

39 წლის ლევან ქარუმიძის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია კი სამინისტრომ 3 აგვისტოს გაავრცელა.

ის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ რიგებიდან.

  • 2020-2024 წლებში იკავებდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობას, - იმ პერიოდში, როდესაც თბილისსა და ბრიუსელის ურთიერთობები დაიძაბა.
  • ის ერთ-ერთი იყო „ქართული ოცნების“ იმ 84 დეპუტატს შორის, რომელთაც 2024 წლის 14 მაისს მხარი დაუჭირეს „აგენტების კანონის“ ბოლო, მესამე მოსმენით მიღებას.

2026 წლის 1 აპრილს ჩაბარებული დეკლარაციის თანახმად, ქარუმიძე ბოლოს, 2025 წლის აგვისტოდან, მუშაობდა განათლების სამინისტროს სსიპ-ში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ.

პარლამენტიდან რუსთაველის ფონდში გადასვლამდე კი იგი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე იყო - 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან 2025 წლის აგვისტომდე.

სამინისტრო აცხადებს, რომ „ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას“.

სრულად წაკითხვა