გაგიკ წარუკიანის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო – მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა

15 hours ago 1

სომხეთში პროკურატურამ ბიზნესმენისა და პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერის, გაგიკ წარუკიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

სომხეთის გენერალური პროკურატურის განცხადების შესაბამისად, „სისხლისსამართლებრივი დევნა აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდისგან თავის არიდება). აღკვეთის ღონისძიების სახით არჩეულია ქვეყნიდან გაუსვლელობის აკრძალვა”.

გაგიკ წარუკიანის პარტია “აყვავებული სომხეთი”  [მიიჩნევა ასევე პრორუსულ ძალად]  7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა გამსვლელი 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

სრულად წაკითხვა