ბრაზილიის საფეხბურთო ფედერაცია უკვე დიდი ხანია კარლო ანჩელოტის დანიშვნას ელოდება.
ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ყველაფერი რეალ მადრიდსა და იტალიელ სპეციალისტზეა დამოკიდებული.
“ბრაზილიის ფედერაცია ელოდება, როდის და როგორ მოხდება ანჩელოტის რეალთან დამშვიდოებების პროცესი.
მათ უკვე აქვთ შეთანხმება კარლოსთან, მაგრამ საბოლოო ნაბიჯები დამოკიდებულია სწორედ მასზე და მადრიდულ კლუბზე”