ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე – ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

2 months ago 5

წაკითხვა: 132

ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.”- ამის შესახებ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს:

“სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს.”– ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა