ბერლინის პოლიციამ ეს ინფორმაცია დაადასტურა. ეჭვმიტანილი შპანდაუს საზოგადოებრივ ბაღში პოლიციელებისკენ ცივი იარაღით გაიქცა და ის მოკლეს.
გერმანიამ მანამდე პირობა დადო, რომ შაბათ საღამოს ბერლინში, პრაიდის ღონისძიების მახლობლად მომხდარი სისხლიანი ინციდენტის გამო პასუხისმგებელ პირებს სამართალში მისცემს.
ხელისუფლებამ თავდასხმას ტერორისტული უწოდა და ეჭვმიტანილს - ისლამისტი მებრძოლების ცნობილი მხარდამჭერი.
საღამოს დაახლოებით 10 საათზე , თეთრი მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა ბრანდენბურგის კარიბჭესთან
ახლოს, ტიერგარტენის პარკში, არც თუ ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყოველწლიურ ლგბტქ- პრაიდს (CSD) აღნიშნავდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა, რომელთაგან რვა მძიმე მდგომარეობაშია.
„ყველაფერი, რასაც აქ ვხედავთ, მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ისლამისტურ ტერორისტულ თავდასხმასთან“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ბერლინში.
„ეჭვმიტანილმა წარსულში ყურადღება მიიპყრო სისხლის სამართლის მრავალრიცხოვანი დანაშაულებით, რადიკალიზაციითა და ისლამისტურ გარემოსთან მიკუთვნებულობით“, - განაცხადა დობრინდტმა და დასძინა, რომ წარმოშობით ლიბანელია და დაბადებულია გერმანიაში 2005 წელს.

3 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·