თბილისში საკრებულოსთან დააკავეს სულ მცირე, 10 დემონსტრანტი დააკავეს

1 hour ago 3

მოკლედ

  • თბილისში, საკრებულოსთან თორნიკე თოშხუას დაკავების შემდეგ კიდევ 10 დემონსტრანტი დააკავეს.
  • თოშხუა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, საკრებულოსთან იყო ბანერით, რომელზეც ეწერა: "ბიძინა ყ***? კი თუ არა". ის სავარაუდოდ ამჯერად დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისთვის.
  • თოშხუას დაკავების შემდეგ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მისთვის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ, რის შემდეგაც, პოლიციამ სულ მცირე, კიდევ 10 დემონსტრანტი დააკავა.
  • შსს-ს დაკავებულთა ოდენობისა და მიზეზის შესახებ განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს დაკავებულების რაოდენობის დაზუსტებას. შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე მოქალაქეზე დაკავებისას პოლიციელები ფიზიკურად ძალადობენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, სანდრო სეხნიაშვილი, მარინე ნანავა, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარაძე, ნატო ბოლქვაძე. მათ ნაწილს უკვე აქვს ადმინისტრაციული პატიმრობის გამოცდილება.

[მასალა განახლდება]

სრულად წაკითხვა