ბატონი პაატას და ხაბეს მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ბუნებრივ დედლაინად ამ საკითხს ვერაფრით ვერ მივიჩნევ – ნიკა გვარამია დაანონსებულ 4 ოქტომბერზე

1 week ago 1

წაკითხვა: 227

ბატონი პაატას (პაატა ბურჭულაძე) და ხაბეს (ლევან ხაბეიშვილის) მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ბუნებრივ დედლაინად ამ საკითხს ვერაფრით ვერ მივიჩნევ, რამეთუ დედლაინი ბოლო ვადას ნიშნავს და ნებისმიერი თარიღის ბოლოდ ვადად გამოცხადება, ბრძოლის დასასრულის თარიღის დაკიდებას ნიშნავს. ეს კატეგორიულად არასწორი მგონია, რადგან მაღალი ალბათობით, ბრძოლა ვერ იქნება ასეთი ხანმოკლე და ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს 4 ოქტომბრის შემდეგაც.”– წერს ციხიდან ნიკა გვარამია, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა:

“ღმერთმა ქნას, რომ 4-ში კი არა, ხვალ მორჩეს ყველაფერი. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება: სამშობლოც გადარჩება და ჩემს ოჯახსაც ვნახავ. მეტი რაღა უნდა მინდოდეს? თუმცა (და აქ მესმის სხვა პოლიტიკოსების სიფრთხილეც და გამწვავებული პასუხისმგებლობის გრძნობაც, შესაძლოა, ზედმეტად ხისტად გამოხატული, მაგრამ მე სხვისი სიხისტე რა ნამისუთ დავგმო?  ) ბრძოლის გაგრძელებისთვის მზაობა, რისი უპრეცედენტო მასშტაბი გამოავლინა ქართველმა ხალხმა, არ უნდა შეირყეს არც ერთი მილიმეტრით და არც ერთი წამით. ამიტომ, ჩვენს სიტყვებს და ქმედებებს ოდნავ მეტად უნდა გავუფრთხილეთ, ვიდრე სხვა ვითარებაში. არავის შენიშვნას არ ვაძლევ, თუმცა, განვმეორდები, ისიც მესმის, რომ პოლიტიკოსები განსაკუთრებულად გამოხატავენ ზემოთხსენებული გამძლეობის მნიშვნელობას და მწვავედ რეაგირებენ ნებისმიერ ფაქტზე, რასაც გამძლეობისა და გრძელ დისტანციაზე შეუდრეკლად სვლის საფრთხედ ჩათვლიან.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დრამატული შეცდომის უფლება წართმეული გვაქვს, ისევე როგორც ქვეყანა. ქვეყანას რომ დავიბრუნებთ, მერეღა შევძლებთ იმის თქმას, რომ „Errare Humanum est“. ახლა უშეცდომოდ უნდა ვიაროთ. არჩევნებში მონაწილეობა სამწუხაროდ მძიმე შეცდომაა. მაგრამ ამაზე უარესი შეცდომების ალბათობაც ხომ არსებობს? ცხადია, კი. რვიანს ამის უფლება არ აქვს, რამეთუ პოლიტიკური თვალსაზრისით ის შეიძლება ბოლო ბასტიონი აღმოჩნდეს, რომელსაც ხალხი გამოიყენებს თავისი პროტესტის ფორმალიზაციისათვის, უცხოეთში ურთიერთობისათვის (ხალხის სახელით), მოქმედების კოორდინაციისათვის და ა.შ.

ბრძოლის თარიღის დაკიდება საერთოდ არ არის პრობლემა, ხოლო ბრძოლის დასრულების თარიღის (თუნდაც გამარჯვების თარიღის სახით) გამოცხადება სწორი არ მგონია.
საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე. ეს ჩემი პირველი პატიმრობა არ არის (მეოთხეა) და ამ ხნის განმავლობაში კარგად ვისწავლე, რომ ციხის საკნიდან მზა რეცეპტების წერა არაა მაინცა და მაინც პასუხისმგებლიანი საქციელი. პოლიტიკა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, კონტექსტის შეგრძნების ხელოვნებაცაა, კონტექსტს კი „კანით შეგრძნება“ სჭირდება. ამიტომაც, სრულად ვენდობი ჩემი პარტიის წევრებს და სხვა ჩემთვის სანდო პოლიტიკოსებს (პირველ რიგში, ჩვენი კოალიციიდან) და გადაწყვეტილების მიღებას სრულად ვანდობ.”– წერს გვარამია.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა