არჩილ ჩოქოვანი ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით აცხადებს, რომ გადადგა ბათუმის მერის თანამდებობიდან. ის პოსტში არ განმარტვს გადაწყვეტილების მიზეზს, მადლობა უხდის "ქართული ოცნების დიდ ოჯახს" და, წერს, რომ რჩება "ამ გუნდის ერთგულ წევრად".
"მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ" - წერს ჩიქოვანი პოსტში.
უფრო ადრე, ასევე ფეისბუკპოსტით თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. "ბათუმელების" ინფორმაციით თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა.
არჩილ ჩიქოვანი 2021 წელს აირჩიეს ბათუმის მერად და მას უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ოქტომბერში ეწურებოდა. მერად არჩევამდე ჩიქოვანი 2020 წელს ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა და მერის მოვალეობას ასრულებდა, ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ.