გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა 21:30 საათზე.
წინასასამართლო სხდომა 20 ნოემბერს, 13:00 საათზე დაინიშნა.
დღევანდელ სხდომაზე მან სასამართლოს უამბო, როგორ დააკავეს 29 სექტემბერს და როგორ გააშიშვლეს პოლიციის განყოფილებაში ორჯერ ოცი წუთის შუალედით.
აქტივისტის მონათხრობის თანახმად, დამკავებელთა შორის ერთი მისი ნაცნობი პოლიციელი იყო, რომელიც ხშირად უნახავს აქციებზე.
„მთელი გზა მიმეორებდა, ვიცი, რაც დააშავეო, დაგპირდი და დაგიჭირეო“, - განაცხადა ხასაიამ.
ხასაიას თქმითვე, ის პოლიციელებმა გადაიყვანეს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში.
„ორჯერ გამჩხრიკეს. გაჩხრეკაში ვგულისხმობდი მთლიანად გაშიშვლებას. პირველად მეგონა, რომ დასრულდა, თუმცა 20 წუთში კვლავ გამაშიშვლეს“, - განაცხადა მან.
პოლიციაში გაშიშვლების პრაქტიკას, - რაზეც არაერთი დაკავებული აქტივისტი თუ პოლიტიკოსი, მათ შორის ქალები, საუბრობენ, - ახლანდელი ომბუდსმენი უწოდებს „დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას“.