ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა, ნატალი პორტმანმა ერთ-ერთ ინტერვიუში პარი სენ-ჟერმენზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ თავისი შვილის დამსახურებით იგი ამ კლუბის დიდი გულშემატკივარი გახდა:
“მჯერა, პსჟ შეძლებს და ჩემპიონთ ლიგას მოიგებს! წელს მათზე უკეთესი გუნდი არ არსებობს. ყველაფერი, რაც ფეხბურთზე ვიცი, ჩემი შვილის დამსახურებაა.
მან მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც პსჟ სუპერვარსკვლავებმა დატოვეს და გუნდში მათ ნაცვლად ახალგაზრდა მოთამაშეები მოვიდნენ, ბევრად გუნდური ფეხბურთის თამაში დაიწყეს. ვარ თუ არა პსჟ-ს ფანი? – რა თქმა უნდა”, – განაცხადა პორტმანმა.
წყარო: footballnews.ge