#OK! ჯოლის და დეპის ფარული შეხვედრები – რას წერს უცხოური პრესა?

5 days ago 6

Star Magazine, Radar Online  და სხვა გამოცემები იუწყებიან, რომ ჰოლივუდის ორი გამორჩეული ვარსკვლავი ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდება- ლონდონისა და ლოს-ანჯელესის ბარებში. წყაროები ამბობენ, რომ ფილმში – The Tourist თანამშრომლობა მხოლოდ პროფესიული არ ყოფილა და მაშინდელი ფლირტი შესაძლოა, დღეს უფრო სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ამასთან ერთად, ანჯელინა ჯოლი წარსულშიც არ მალავდა სიმპათიებს დეპის მიმართ და ღიად ამბობდა, რომ ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო მისი როლით, ფილმში Edward Scissorhands. მათი ერთად მუშაობის პერიოდში კი (The Tourist, 2010) გულშემატკივრებმა არაერთხელ შენიშნეს მსახიობებს შორის ქიმია, თუმცა იმ დროს ორივე სხვა ურთიერთობებში იმყოფებოდა.

„მასთან მუშაობა ყოველთვის მინდოდა, განსაკუთრებით Edward Scissorhands-ში მონაწილეობის დროს მომწონდა. ჩვენ მართლაც დიდი სიამოვნებით ვიმუშავეთ ერთმანეთთან“ –  განაცხადა ჯოლიმ, The Tourist – ის გადაღებების შემდეგ.

ახლა, როცა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის მრავალწლიანი, განქორწინების პროცესი საბოლოოდ დასრულდა, მსახიობი, როგორც ჩანს, ნელ-ნელა უბრუნდება პირად ცხოვრებას. ჯონი დეპიც რთული პერიოდიდან გამოდის, ამბერ ჰერდთან დაპირისპირების შემდეგ ის ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ბევრმა მეგობარმა და აგენტმაც კი მასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

წყვილის ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია და ეს ყველაფერი ინსაიდერების მონათხრობზეა დაფუძნებული, მაგრამ მათი ისტორია, მინიშნებები წარსულიდან და უახლესი მოვლენები უცხოურ პრესაში რეალურ საბაბს აჩენს.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! 10 საუკეთესო ფილმი ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით!

#OK! 5 უცნაური ფაქტი ჯონი დეპის შესახებ!

სრულად წაკითხვა