#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

3 days ago 8

ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი ამერიკელი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ. ტელეჟურნალისტმა საქველმოქმედო აქტივობის შესახებ Amazon-ის დამფუძნებელთან ქორწილიდან ხუთი თვის შემდეგ განაცხადა.

ჯეფ ბეზოსის 3-დღიანი ქორწილი ოფიციალურად დაიწყო — ნახეთ ფოტოები

ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა ივნისში, ვენეციაში მრავალდღიანი,  მდიდრული ქორწილი გადაიხადეს. ამის შემდეგ მილიარდერმა და მისმა მეუღლემ განაცხადეს, რომ 2026 წლის Met Gala-ს სპონსორობას გაუწევენ, ახლა კი გაირკვა, რომ წყვილი საქველმოქმედო მიზნებისთვისაც მნიშვნელოვან თანხას გადარიცხავს.

გუშინ, 1 დეკემბერს, გადაცემაში „დილა მშვიდობის, ამერიკა“, სანჩესმა განაცხადა, რომ 102,5 მილიონ დოლარს გადაურიცხავენ 32 ორგანიზაციას, რომლებიც აშშ-ის მასშტაბით უსახლკარობას ებრძვიან. შემოწირულობა ჯეფის Day One Families Fund-ის მეშვეობით განხორციელდება, რომელიც 2018 წელს დაარსდა.

„წელს ჩვენ შევძლებთ 100 მილიონ დოლარზე მეტის გაღებას, რაც უზარმაზარ გავლენას მოახდენს“, – თქვა ლორენმა და დასძინა, რომ შემოწირულობები ოჯახებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაეხმარება.

ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა ქორწილის თარიღი დანიშნეს - Beaumonde

ლორენის თქმით, მისი და მისი ქმრის მიზანია ყველა შტატის დახმარება.

„ეს მხოლოდ დასაწყისია.. „ჩვენ 2 მილიარდი დოლარის ვალდებულება გვაქვს და მის განხორციელებას გავაგრძელებთ. ჩვენ გვყავს მრჩევლების  ჯგუფი და მან იცის რა სჭირდებათ ხელმოკლე ადამიანებს. ჩვენ 50-ვე შტატის დახმარება შევძელით და დახმარება ნამდვილად იქ მივმართავეთ, სადაც საჭიროა“, – აღნიშნა ლორენმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მეწარმე, გამომგონებელი და ქველმოქმედი ჯეფ ბეზოსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც კომპანია Amazon-ის დამაარსებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, ის ამჟამად მსოფლიოს მე-3 ყველაზე მდიდარი ადამიანია და მისი ქონება $193.8 მილიარდს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

სრულად წაკითხვა