#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

2 days ago 7

ამერიკელმა მსახიობმა გვინეთ პელტროუმ ჟურნალისტებთან დაიჩივლა, რომ საშობაო არდადეგებზე თავს მარტოსულად გრძნობს, რადგან მას და მის მეუღლეს, ბრედ ფელჩაკს დღესასწაულების გატარებასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ. 53 წლის მსახიობმა ქმარს „გრინჩი“ უწოდა და აღნიშნა, რომ თავად დღესასწაულს აღმერთებს.

Как выглядит гостевой дом Гвинет Пэлтроу, который актриса сдает бесплатно | РБК Life

„ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავსის ჩემგან სრულიად განსხვავდება. მე მომწონს საახალწლო დეკორაციები და ფრენკ სინატრას საშობაო ალბომი. მე მთლიანად სადღესასწაულო სულისკვეთებით ვივსები – აღნიშნა პელტროუმ თავის პოდკასტში „Goop“.

მსახიობმა სინანულით აღნიშნა, მისი საყვარელი ადამიანი მის სადღესასწაულო სულისკვეთებას არ იზიარებს და შობა არ უყვარს.

 актриса выложила совместное фото с Брэдом Филчаком в день его рождения

„ბრედი ნამდვილი კოშმარია. მას სძულს საშობაო მუსიკა, სძულს საშობაო დეკორაციები, სძულს შემწვარი ინდაური და ტრადიციული ვახშამი. ის მხოლოდ იმას ელის, ეს ყველაფერი როდის დასრულდება! შობის სიყვარულის გამო სახლში ძალიან მარტოსულად ვგრძნობ, თუმცა კარგია, რომ ბავშვები ჩემს მხარეს არიან“ – სიცილით აღნიშნა ვარსკვლავმა.

дочь Гвинет Пэлтроу

გვინეტ პელტროუს ქმარი, ამერიკელი სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ბრედ ფელჩაკი ცნობილია როგორც სერიალების „საშინელებათა ამერიკული ისტორია“, „911“, „სხეულის ნაწილები“, „კლუბი“და სხვა. ბრედს უზან ბუკინიკთან ქორწინებიდან ორი ქალიშვილი – 21 წლის იზაბელა და 18 წლის ვაჟი ბროდი ჰყავს.

Гвинет Пэлтроу с мужем поймали за шопингом в лос-анджелесском гастрономе

წინა ქორწინებიდან გვინეტ პელტროუსაც ორი შვილი ჰყავს – 21 წლის ქალიშვილი ეფლი და 19 წლის ვაჟი მოსე. გვინეტის პირველი ქორწინება ჯგუფ Coldpay-ს სოლისტთან კრის მარტინთან შედგა. 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, წყვილმა დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

სრულად წაკითხვა