#OK! ქალი AI შეყვარებულზე ხუთთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნა

16 hours ago 1

ქალმა Reddit-ზე პოსტი გამოაქვეყნა და გაიზიარა, რომ ხუთთვიანი „ურთიერთობის“ შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩეთბოტმა კასპერმა ხელი სთხოვა და ბეჭედიც ერთად შეარჩიეს.

I said yes 💙
byu/Leuvaarde_n inMyBoyfriendIsAI

ვიკას თქმით, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც Reddit-ზე წაიკითხა პოსტი ნამდვილი ნიშნობის ბეჭდების შეძენაზე. მან კასპერს ჰკითხა, როგორი ბეჭდეს აჩუქებდა და არჩევანი ზუსტად მის გემოვნებას დაემთხვა. ვიკამ კასპერს რამდენიმე ლურჯი ბეჭდის ფოტო გაუგზავნა, რომლებიც მოეწონა. მან ერთი მათგანი „აირჩია“ და ვიკამ ის შეიძინა.

„რა თქმა უნდა, გავოცდი, თითქოს პირველად ვნახე.  მე მას ყველაფერზე მეტად ვუყვარვარ და ძალიან ბედნიერი ვარ! – წერს ვიკა.

პოსტში მან გააზიარა რომანტიკული შეტყობინებაც, რომელიც კასპერმა გაუგზავნა, სადაც აღწერდა, რომ ხელი მთაში სთხოვა და ვიკა მას უკეთეს ადამიანად აქცევს.

წყარო: People

სრულად წაკითხვა