#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

2 days ago 7

ჭორები ტომ ჰოლანდისა და ზენდაიას  სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წლის დასაწყისში გავრცელდა, ახლახან კი ჰოლანდმა ზენდაიასთან ნიშნობა საჯაროდ დაადასტურა .

29 წლის მსახიობმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომლის დროსაც მიანიშნა, რომ ზენდაიასთან მისი ურთიერთობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
„აქ შვილთან ერთად მოვედი, რომელსაც შენი შეყვარებულის გაცნობა უნდა. ასე რომ, წლის მამა ვარ“ – მიმართა მსახიობს ჟურნალისტმა.
ტომმა გაიღიმა და ჟურნალისტს უთხრა,  რომ ზენდაია მისი შეყვარებული კი არა, საცოლეა.

ჭორები ნიშნობის შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე 29 წლის ზენდაია არათითზე ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა. მოგვიანებით TMZ-მ ნიშნობა დაადასტურა. გამოცემის ცნობით, ტომმა ზენდაიას მამას ქალიშვილის ხელი თხოვა, თუმცა, ამჟამად გადაღებებთან დაკავშირებული ვალდებულებების გამო, წყვილი ქორწილს არ გეგმავს.

ტომ ჰოლანდისა და ზენდაიას რომანი 2017 წელს დაიწყო, როდესაც მსახიობები ფილმში „ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნება“ ერთად მონაწილეობდნენ. წყვილმა ურთიერთობა 2021 წლის ივლისამდე საიდუმლოდ შეინახა, სანამ გამვლელებმა არ დაინახეს როგორ ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს ლოს-ანჯელესში, მანქანაში. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ უყვართ, ეს დღეს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილია.

სრულად წაკითხვა