MET GALA წითელი ხალიჩის ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული ცერემონიაა, სადაც ცნობილი ადამიანები მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების შექმნილი სამოსით ბრწყინავენ. ამ ქვიზში შეძლებ გაიგო, რამდენად კარგად იცნობ ვარსკვლავურ ლუქებს, დიზაინერების ხელწერას. მოდი, ვნახოთ , ხარ თუ არა მოდის გურუ!
მოდი, ჯერ თავიდან დავიწყოთ. გაიხსენე რომელ წელს ჩატარდა პირველი MET GALA?

- 1947
- 1948
- 1949
კარგია, ახლა ვნახოთ თუ იცი ვინ დაარსა MET GALA?

- Anna Wintour
- Tim Davie
- Eleanor Lambert
მშვენივრად გამოგდის! ახლა კი დროა შენი მახსოვრობა კარგად შევამოწმოთ. გახსოვს რომელი ცნობილი ვარსკვლავი დაამშვენა ამ უმშვენიერესმა კაბამ?

- კეიტ მოსი
- ადრიანა ლიმა
- ნაომი კემბელი
ცოტა რთულია, მაგრამ არც ეს გაგიჭირდება

- მადონა
- ანა უინტორი
- პრინცესა დაიანა
კარგად მიდიხარ ყოჩაღ! აბა ამ გამოწვევას როგორ გაართმევ თავს? გაიხსენე რომელ ცნობილ მოდის სახლს ეკუთვნის კამერონ დიაზის კაბა?

- დიორი
- შანელი
- ვერსაჩე
საინტერესოა, ამ საოცარი კაბის მოდის სახლი თუ გახსოვს?

- ვერსაჩე
- ლუი ვიტონი
- ჟივანში
ეს ნამდვილად უნდა გახსოვდეს. ვისი კაბა მოირგო კიმ კარდაშიანმა 2022 წლის MET GALA-ზე?

- ოდრი ჰეპბერნი
- მარლენ დიტრიხი
- მერლინ მონრო
კარგი გვეყოს უცხოური. დროა, ქართული ელემენტებიც გავიხსენოთ. რომელი ქართველი დიზაინერის შექმნილი კაბა ამშვენებდა სელენა გომესს?

- თეა ოთარიშვილი
- დევიდ კომა
- თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე
ჰმ, საინტერესოა, თუ იცი რომელმა ქართველმა დიზაინერმა შექმნა რიანას კაბა?

- რია ქებურია
- ნიკოლოზ ბრეგაძე
- დემნა გვასალია
გახსოვს რომელი ქართველი დიზაინერი გამოჩნდა კიმ კარდაშიანთან ერთად MET GALA-ზე?

- გიორგი ქებურია
- დემნა გვასალია
- გურამ გვასალია