პოპულარობის მწვერვალზე მას შეეძლო ათობით ფილმში მიეღო მონაწილეობა და თითოეულ კონტრაქტს გამოდევნებოდა, მაგრამ ოჯახი, სამი შვილის აღზრდა და სიმშვიდე აირჩია. მან სახლი მყუდრო ნავსაყუდელად აქცია, სადაც ვარსკვლავი კი არა, დედა და ცოლი იყო.
ჯულია არსად გამქრალა. მცირე პაუზის შემდეგ, ის უფრო ძლიერი დაბრუნდა და ოსკარი მოიპოვა, მისმა ფილმებმა კი ასობით მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ჯულია რობერტსის წარმატების ისტორია თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, ვისაც ოდესმე უგრძნია, რომ დაიღალა, მუშაობა აღარ შეუძლია და დასვენება უნდა, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს, რადგან ფიქრობს, რომ გარშემო მყოფების თვალში სუსტი გამოჩნდება.
სიმართლე კი მარტივია – ქალი რბოლით კი არა, საკუთარი თავის მოსმენისა და საკუთარი ტემპით ცხოვრების უნარით ფასდება.
ჯულია რობერტსის ისტორია შეგვახსენებს, რომ ტემპის შენელება დანებებას არ ნიშნავს.
ჯულია რობერტსის შვილებმა დიდხანს არ იცოდნენ, რომ მათი დედა ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო. მათთვის ის უბრალოდ „ჯულია რობინსონი“ იყო (გვარიც კი ეშლებოდათ) და ეს მშვენიერია, როცა უახლოესი ადამიანებისთვის საკუთარი მნიშვნელობის მტკიცება არ გჭირდება.
რატომ არის 35+ ყველაზე კარგი ასაკი, რომ საკუთარზე ზრუნვა დაიწყო?
ამ ასაკში ქალს უკვე საკმაო სიბრძნე და ცოდნა აქვს. მან უკვე გააცნობიერა, რომ უცხო ადამიანების აღფრთოვანება შინაგან სიმშვიდეს ვერ შეცვლის. მან იცის, რომ ტემპის შენელება დანებებას არ ნიშნავს. ეს თვითშეფასების დაბრუნება და ნამდვილი ბედნიერებაა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჯულია რობერტსმა საკუთარი ასაკი და ის გაამხილა, რატომ გამოიყურება ბევრ თანამედროვე მსახიობზე უფროსად, რომლებიც ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად სხვადასხვა გზა მიმართავენ.
“წლების მატებას ღირსეულად, იუმორით და მშვიდად ვხვდები.. ლიფტინგის ან ბოტოქსის მოყვარული არ ვარ და ვიცი, რომ ჰოლივუდის სტანდარტებით, ძალიან ვრისკავ. თუ მათ არ სურთ როლის მოცემა, რადგან მოხუცს ვგავარ, ეს ნიშნავს, რომ პროდიუსერობას ვიწყებ და ვირჩევ რა მინდა. მთავარია, ამ საქმეს ძალიან სერიოზულად არ მივუდგე.
ბევრ დედას ვიცნობ, რომლებსაც პრობლემებთან გამკლავება უჭირთ. ეს ძალიან ლამაზი და კეთილი ქალები არიან, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი რთულადაა. მე სხვა შიშები მაქვს…
მეშინია რომ შვილებს ვერ დავიცავ მათგან, ვისაც უნდა, რომ გული ატკინოს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელი ვიყო და ჩემს ოჯახს კარგად ცხოვრების საშუალება მივცე.
ბედნიერი ვარ და ვაფასებ ყველაფერს რაც მაქვს!. ყოველდღე მადლობელი ვარ ჩემი ქმრისა და შვილების. ამ მიზეზის გამო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადასაღებ მოედანზე კი არა, ოჯახთან ერთად ყოფნის დროა და ეს ჯადოსნური წუთებია.
რა მშვენიერია ციდან დედამიწაზე დაეშვა და ისე იცხოვრო, როგორც ყველა სხვა ადამიანმა, ქარაფშუტული მარკეტინგის გარეშე.
ჩვენ იმით ვფასობთ როგორებიც ვართ და არა იმით, როგორ გამოვიყურებით!!!.“ – თქვა ჯულია რობერტსმა.