#OK! ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი – ,,The Life of a Showgirl” დაანონსა

1 day ago 1

ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი – The Life of a Showgirl 12 აგვისტოს New Heights პოდკასტის ეთერში დაანონსა. გადაცემა მის შეყვარებულს, ტრავის კელსის მიყავს და წყვილის ვიდეოს სოციალურ ქსელეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ,,ტრექლისთი” უკვე ცნობილია, ერთ-ერთი მოულოდნელი კოლაბორაცია საბრინა კარპენტერთან ერთად შედგა.

ალბომის ყდა მაშინვე არ გამოქვეყნებულა, თუმცა სვიფტმა გულშემატკივარს პირად ვებ-გვერდზე მალევე  გულშემატკივარს გაუზიარა.

პოდკასტის ერთ-ერთი წინასწარ გაზიარებული ფრაგმენტიდან ჩანს, როგორ ეუბნება სვიფტი კომპლიმენტს შეყვარებულს მის ლურჯ ჰუდზე, რაზეც ტრავისი პასუხობს:

„ეს შენი თვალების ფერია, საყვარელო”.

შეგახსენებთ, რომ ტეილორის წინა ალმბომი – The Tortured Poets Department, 2024 წელს გამოვიდა, რამაც მისი მსმენელის რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა.

სრულად წაკითხვა