#OK! “სიამაყე და ცრურწმენა” ეკრანებზე ახალი შემადგენლობით ბრუნდება

2 hours ago 2

2025 წლის აპრილში Netflix-მა დააანონსა, რომ 1813 წელს გამოქვეყნებულ რომანს ექვსეპიზოდიანი სერიალის სახით გადაიღებს. მთავარ როლებს ემა კორინი, ჯეკ ლოუდენი და ოლივია კოლმანი შეასრულებენ. მსახიობთა სრული შემადგენლობის სია კი ივლისში გამოქვეყნდა.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოსტინის ცნობილი ისტორიას ეკრანებზე ვიხილავთ. 1995 წელს BBC-მ “სიამაყე და ცრურწმენა” მინი სერიალად აქცია, სადაც მისტერ დარსის როლს კოლინ ფერთი ასრულებდა. ათი წლის შემდეგ კი, კირა ნაიტლიმ და მეთიუ მაკფეიდენმა  კინოვერსიაში ითამაშეს.

„რეჟისორ იუროს ლინისა და ამ ბრწყინვალე გუნდის ხელმძღვანელობით, უზომოდ მახარებს  პერსონაჟების გაცნობა მათთვის, ვისთვისაც ‘სიამაყე და ცრურწმენა’ საყვარელი წიგნია და მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს ლიზის და მისტერ დარსის,“ – განაცხადა სცენარისტმა, დოლი ალდერტონმა Netflix-ის პლატფორმა Tudum-თან.

ელიზაბეთ “ლიზიბენეტი  – ემა კორინი

კირა ნაიტლის დაუვიწყარი შესრულების შემდეგ, ელიზაბეთის როლს Netflix-ის ახალ სერიალში ემა კორინი შეასრულებს.

„ისეთი შთამბეჭდავი პერსონაჟის გაცოცხლება, ოლივიასა და ჯეკთან ერთად, დოლის ბრწყინვალე სცენარებით, ჩემთვის უდიდესი პატივია” – ამბობს კორინი.

მისტერ დარსიმეთიუ მაკფეიდენი და ჯეკ ლოუდენი

მაკფეიდენმა დარსის როლი საოცრად შეასრულა, თუმცა ჯეკ ლოუდენი ამბობს, რომ საკუთარი ინტერპრეტაციით ითამაშებს და მაყურებელს ამ პერსონაჟს ახლიდან შეაყვარებს.

გთავაზობთ შედარებას – როგორ გამოიყურება ახალი ფილმის მსახიობთა ჯგუფი 2005 წლის ქასთთან შედარებით.

მისის ბენეტი  ბრენდა ბლეთინი ოლივია კოლმანი

მისტერ ბენეტი – დონალდ საზერლენდი და რუფუს სიუელი

ჯეინ ბენეტი – როზამუნდ პაიკი და ფრეია მევორი

ლიდია ბენეტიჯენა მელოუნი და რეა ნორვუდი

მისტერ კოლინსიტომ ჰოლანდერი და ჯეიმი დემეტრიუ

ლედი კეტრინ დე ბურგი – ჯუდი დენჩი და ფიონა შოუ

ჩარლზ ბინგლისაიმონ ვუდსი და დერილ მაკკორმაკი

კეტი ბენეტი – კერი მალიგანი და ჰოლი ეივერი

მერი ბენეტი – ტალულა რაილი და ჰოუფი პერისი

ჯორჯ უიქჰემირუპერტ ფრენდი და ლუის პატრიჯი

ბინგლი – კელი რაილი და სიანა კელი

ჯორჯიანა დარსიტამზინ მერჩანტი და იზაბელა სერმონი

წყარო: People 

სრულად წაკითხვა