HBO-ს ტელესერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ სამანტა ჯონსის როლის შემსრულებელი, კიმ კეტროლი ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ თავის 55 წლის შეყვარებულს, რასელ ტომასს ცოლად გაჰყვა. ახალდაქორწინებულებმა 4 დეკემბერს, ლონდონის ძველ მერიაში, 12 ახლო მეგობრისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში მშვიდი ქორწილი გადაიხადეს.

69 წლის კეტროლი საკურთხეველთან Dior-ის თეთრი კოსტიუმითა და დიზაინერ ფილიპ ტრეისის მიერ შეკერილი ქუდით მივიდა, საქმროს კი Richard James-ის კოსტიუმი ეცვა. ჟურნალმა People-მა საქორწინო ცერემონიიდან ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა.

კიმ კეტროლი და რასელ ტომასი ერთმანეთს 2016 წელს BBC-ში შეხვდნენ, სადაც ეს უკანასკნელი ხმის ინჟინრად მუშაობდა. წყვილი ურთიერთობას გარკვეული დროის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ შემდეგ ღონისძიებებზე ერთად გამოჩნდნენ. 2020 წელს People-თან ინტერვიუში კეტროლმა თქვა, რომ შეყვარებულთან თავს „ძალიან კომფორტულად“ გრძნობდა და დასძინა, რომ მას „შესანიშნავი იუმორის გრძნობა“ აქვს.

სანამ ტომასს შეხვდებოდა, კიმ კეტროლი სამჯერ იყო დაქორწინებული. მსახიობი პირველ ქმარს, ლარი დევისს, 1979 წელს, ორწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ამის შემდეგ ის გერმანელ არქიტექტორ ანდრე ლისონზე დაქორწინდა, რომელსაც შვიდი წლის შემდეგ დაშორდა. კეტროლის მესამე ქმარი, აუდიოინჟინერი მარკ ლევინსონი იყო, რომელსაც 2004 წელს დაშორდა.

კიმ კეტროლი და მარკ ლევინსონი
იფიციალური ურთიერთობების გარდა, კიმ კეტროლს რომანი ჰქონდა კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრ პიერ ტრუდოსთან (ჯასტინ ტრუდოს მამასთან, რომელიც ამჟამად კეტი პერის ხვდება) და 20 წლით უმცროს კანადელ შეფ-მზარეულ ალან ვაისთან, რომელზეც კეტი პერი იყო დანიშნული. ჰოლივუდში ხუმრობენ, რომ კიმ კეტროლს და კეტი პერის მამაკაცებში ერთნაირი გემოვნება აქვთ.

კიმ კეტროლი და პიერ ტრუდო
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე და ყველაზე წარუმატებელი სეზონი დასრულდა

18 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·