ახალი წლის დადგომამდე მხოლოდ ორი კვირა დარჩა. 31 დეკემბრის ჯადოსნური ღამე ადამიანებისთვის ახალი იმედებით, ფერადი სანახაობებითა და უცნაური რიტუალებით სავსე დღესასწაულია. ჩვენ გასწავლით მარტივ რიტუალს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებმა ახალი წლის ღამეს ან 1 იანვარს უნდა გააკეთონ და ის წარმატების მიზიდვაში დაეხმარებათ.
ვერძი
აანთეთ სანთელი და სახლს (ბინას) საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით შემოუარეთ, თითქოს ყველაფერ ძველს წვავთ.
ამ დროს უნდა თქვათ – „ცეცხლი აძლიერებს ჩემს ფინანსურ ნაკადს! ცუდი და ზედმეტი სახლიდან შორს, ხვავი და ბარაქა სახლში“.
კურო
ნაძვის ხის ქვეშ სამი, სხვადასხვა ლითონის მონეტა დადეთ, რომ თქვენი ფინანსური მაგნიტი შექმნათ.
ამ დროს უნდა თქვათ – „მიწა ჩემსას ყველაფერს ამრავლებს. ჩემს სახლში სიმდიდრე მოდის“.
ტყუპები

ქაღალდზე დაწერეთ თანხა, რომლის მიღებასაც 2026 წელს ისურვებდით და საფულეში ჩადეთ.
ამ დროს უნდა თქვათ – „ჩემი სიტყვები ჩემს რეალობას ქმნიან. შემოსავალი ადვილად იზრდება“
კირჩხიბი

საახალწლო სუფრაზე თაფლი და ნიგოზი დადგით.
ამ დროს უნდა თქვათ – „ტკბილი ცხოვრება, მაგარი სახლი, კეთილდღეობა ჩემს ოჯახს.“
ლომი
![]()
დაკიდეთ ნაძვის ხეზე ოქროსფერი სათამაშები.
ამ დროს უნდა თქვათ – „ჩემი ბრწყინვალება ფულს იზიდავს. ოქრო და ფული ჩემთან ხალისით მოდიან.“
ქალწული
სახლის კუთხეებში ცოტაოდენი ხორბლის მარცვლები მოაბნიეთ.
ამ დროს უნდა თქვათ – „ყოველ მარცვალს შემოსავალი მოაქვს. ჩემი მოსავალი ჩემი სიმდიდრეა“.
სასწორი

ზუსტად ღამის 12 საათზე თქვენი საქორწინო ბეჭედი შამპანურით სავსე ჭიქაში ჩააგდეთ და სასმელი ცოტა მოსვით.
ამ დროს უნდა თქვათ – „ჩემი ცხოვრება იღბალით და სიმდიდრით ივსება“.
მორიელი
თავიდან მოიცილეთ ძველი ჩანაწერები, რომლებიც ძველ ვალდებულებებს და დაუსრულებელ საქმეებს გახსენებთ.
ამ დროს უნდა თქვათ – „ძველ ვალდებულებებს ვხურავ და ენერგიას ახალი შესაძლებლობებისთვის ვათავისუფლებ.“
მშვილდოსანი

ცაში ბუშტი ან ქაღალდის ფრანი გაუშვით, რომელზეც სიმბოლურად, ფული იქნება მიკრული.
ამ დროს უნდა თქვათ: „ჩემი შემოსავალი ისევე მაღლა მიდის, როგორც ეს ბუშტი“.
თხის რქა
შემოსასვლელ კართან დაფენილი ხალიჩის ქვეშ ერთი მუჭა მიწა ან სამი მონეტა დადეთ – ეს თქვენი ფინანსური წარმატების საფუძველია.
ამ დროს უნდა თქვათ – „მე მყარად ვდგავარ. ფული უწყვეტად მოედინება.“
მერწყული

მინაზე ვერცხლისფერი მარკერით უსასრულობის ნიშანი დახატეთ.
ამ დროს უნდა თქვათ – „ფნანსური შემოსავლების ნაკადი ღიაა. ფული ადვილად და მოულოდნელად მოედინება.“
თევზები
წყლიან ჭიქაში ლითონის მონეტა ჩაუშვით და გვერდით სანთელი აუნთეთ.
ამ დროს უნდა თქვათ – „ფული ჩემს ცხოვრებაში ადვილად და ძალდატანების გარეშე მოედინება“.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

20 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·