ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონებაც 600 მილიარდ დოლარს შეადგენს – ინფორმაციას ჟურნალი Forbes -ი ავრცელებს.

„ილონ მასკმა კიდევ ერთი უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა მსოფლიოში პირველი ტრილიონერის სტატუსისკენ“, – ვკითხულობთ სტატიაში.
როგორც Forbes -ი აღნიშნავს, მასკის კომპანია SpaceX-მა ამ თვის დასაწყისში ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვით კომპანია 800 მილიარდ დოლარად შეფასდა, რაც აგვისტოს შეფასებაზე ორჯერ მეტია.
ამან მასკის ქონება, რომელსაც SpaceX-ის აქციების დაახლოებით 42% ეკუთვნის, 168 მილიარდი დოლარით გაზარდა და დაახლოებით 677 მილიარდ დოლარს მიაღწია.
„ახლა ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს ან მეტს შეადგენს. 500 მილიარდი დოლარის ქონება დღემდე არავის ჰქონია“ – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემის ინფორმაციით, SpaceX 2026 წელს IPO-ს (აქციების პირველადი განთავსება) ჩატარებას გეგმავს, რამაც შეიძლება კომპანიის ღირებულება დაახლოებით 1.5 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს. ამ შეფასებით, კომპანიამ შეიძლება ილონ მასკი ისტორიაში პირველ ტრილიონერად აქციოს.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის სახელი წლებია, პლანეტა მარსთან, ელექტროავტომობილებთან, რაკეტებთან, კრიპტოვალუტასთან და ხელოვნურ ინტელექტთან ასოცირდება. ზოგი სხვა მილიარდერისგან განსხვავებით, ილონ მასკს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება არ აინტერესებს. მისი ყველაზე დიდი მიზანი მარსზე ადამიანთა კოლონიის დაარსებაა. მილიარდერის აზრით, თუ დედამიწას რაიმე დაემართა, მარსი ერთადერთი გზაა, რომ ჩვენი სახეობა არ განადგურდეს.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

10 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·