ძვირფასო მკითხველო,
არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, სამყაროსთან ურთიერთობის გარკვეული ტექნიკები – ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ მასთან დამეგობრების, გაგონებისა და მინდობის უნარის გამომუშავებაა საჭირო.
სურვილები – ეს არის ის, რისგანაც ძირითადად შედგება ადამიანი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი ახდენა არც ისე მარტივია. და სწორედ ამ დროს – გვჭირდება სამყაროს წესების ცოდნა თუ როგორ უნდა ავისრულოთ სურვილები. წლების წინ, სწორედ საკუთარ მაგალითებზე ჩავაგენი ერთ გენიალურ ხრიკს, რომელსაც გაგიზიარებთ. ჩაინიშნეთ!
როცა რაღაც ძალიან გინდა, უნდა წარმოიდგინო – დეტალებში, განცდის დონეზე, ბოლომდე შეიგრძნო – თითქოს უკვე ახდა. შემდეგ უნდა დააკონსერვო ეს სურვილი და დატოვო, დაივიწყო, თავიდან ამოიგდო და აღარ მიუბრუნდე. ანუ, პირველი პრინციპია ჭარბი პოტენციალის არ მიმართვა – არ უნდა ჩაიციკლო, უნდა გაიმეტო და გააზრებულად გაუშვა. დამერწმუნეთ, იგი საჭირო დროს, თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ, და საჭირო ადგილას აუცილებლად ახდება. ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად სხვა დროს, თუმცა დღეს ჩემს ერთ-ერთ მაგალითზე გიამბობთ.

დაახლოებით 20 წლის ვიყავი (მაშინ გაზეთ აჭარაში ვმუშაობდი), როცა წარმოვიდგინე, შევიგრძენი, რომ ძალიან ლამაზი, პრიალაყდიანი ჟურნალის რედაქტორი გავხდებოდი და მის შინაარსში ბოლომდე ვიქნებოდი ჩაფლული…
ეს ჟურნალი ზუსტად ისეთია, როგორიც 20 წლის წინ იყო ჩემს წარმოსახვაში…
მაშინ მხოლოდ გავიფიქრე, შევიგრძენი ეს სურვილი და დავივიწყე. ჰოდა, ამდენი წლის შემდეგ, წელს, 2025 წლის „OK! ბათუმის“ მოწვეული რედაქტორი ვარ.
აი, ასე ხდება სურვილები!
ეს სტატუსი, ჩემთვის, ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება. სწორედ იმ ჟურნალის მოწვეული რედაქტორი ვარ, რომელსაც წლებია თვალს ვადევნებ და ვგულშემატკივრობ.
აქვე უნდა აღვნიშნო – ჟურნალი OK! ბათუმისთვის ცალკე ნომრად იბეჭდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩემთვის უსაყვარლესი ქალაქის განვითარებაში… ამისთვის მადლობას ვუხდი ჟურნალის შემქმნელებს, დიდ და წარმატებულ გუნდს.
2025 წლის „OK! ბათუმის“ ნომერი გამორჩეული იქნება მრავალფეროვნებით, საინტერესო და წარმატებული ბათუმელებით. დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველი ისიამოვნებს, მე კი – ყველა სურვილის ასრულებას გისურვებთ.

8 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·