#OK! ჟურნალმა Time ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები წლის ადამიანებად დაასახელა

4 days ago 4

ამერიკულმა ჟურნალმა Time ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები –xAI-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი „წლის ადამიანებად“ დაასახელა. განცხადება ჟურნალის X გვერდზე გაკეთდა.

ИИ

ჟურნალის გარეკანზე, რომელიც 1932 წლის ცნობილი ფოტოთი „სადილი ცათამბჯენის თავზე“ შთაგონებით შეიქმნა, გამოსახული არიან ცუკერბერგი, მასკი და ალტმანი, Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორთან ჯენსენ ჰუანგთან, AMD-ის აღმასრულებელ დირექტორთან ლიზა სუსთან, DeepMind-ის აღმასრულებელ დირექტორთან დემის ჰასაბისთან, Anthropic-ის აღმასრულებელ დირექტორთან დარიო ამოდეისთან და ImageNet-ის დამფუძნებელ ფეი-ფეი ლისთან ერთად, რომლებიც რკინის ძელზე სხედან და ნიუ-იორკს გადაჰყურებენ.

Обложка журнала отсылает к знаменитой фотографии строителей небоскребов в Нью-Йорке, сделанной в начале 1930-х годов. Вместо рабочих на балке сидят миллиардеры из технологических компаний

2024 წელს Time-მა წლის ადამიანად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდი ტრამპი აირჩია. პროგნოზირების ონლაინ პლატფორმის, Polymarket-ის მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ ჟურნალი „წლის ადამიანად“ Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორს ჯენსენ ჰუანგს, OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორს სემ ალტმანს ან რომის პაპ ლეო XIV-ს ან ისევ დონალდ ტრამპს აირჩევდა.

წარსულში, ჟურნალმა რამდენჯერმე მიანიჭა წლის ადამიანის ტიტული არა კონკრეტულ პირს, არამედ ჯგუფებს, მოვლენებს ან ობიექტებს. ამგვარად, 1950 და 2003 წლებში წლის ადამიანებად ამერიკელი ჯარისკაცები გამოცხადდნენ, 1960 წელს – ამერიკელი მეცნიერები, ხოლო 2001 წელს – მომიტინგეები. 1982 წელს ჟურნალმა Time  წლის ადამიანად კომპიუტერი დაასახელა, ხოლო 1988 წელს – საფრთხეში მყოფი დედამიწა.

Человек года» Time за все годы

ჟურნალი Time „წლის ადამიანს“ თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, 1927 წლიდან მოყოლებული ირჩევს და მის ფოტოს გარეკანზე ათავსებს. ტიტულის მინიჭების გადაწყვეტილებას სარედაქციო საბჭო იღებს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ იდეა თითქმის შემთხვევით გაჩნდა, როდესაც  ახალი წლის არდადეგების შემდეგ, რედაქციას გაუჭირდა გადაეწყვიტა მშვიდი კვირის შემდეგ ვისი ფოტო დაედო გარეკანზე.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ჟურნალმა Time-მა ლეონარდო დიკაპრიო 2025 წლის საუკეთესო მსახიობად დაასახელა

სრულად წაკითხვა