პრინცი ფილიპი 1921 წლის 10 ივნისს საბერძნეთში დაიბადა, ოჯახის წევრებთან ქვეყნის დატოვების შემდეგ ფილიპი საცხოვრებლად პარიზში, შემდეგ კი ლონდონში გადავიდა. 1947 წელს მან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინცესა ელისაბედზე იქორწინა, რის გამოც მან საკუთარ ტიტულზე უარი თქვა. დიდგვაროვან წყვილს ოთხი შვილი ჰყავთ: სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრე უელსის პრინცი ჩარლზი, პრინცესა ანა, იორკის ჰერცოგი – ენდრიუ და უესექსის ერლი – ედუარდი.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი და გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ხანგრძლივი კონსორტი, პრინცი ფილიპი 2020 წელს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წარმოგიდგენთ პრინცი ფილიპისა და დედოფალი ელიზაბეტის სიყვარულის ისტორიას 10 ვინტაჟური ფოტოთი.