#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1 day ago 3

გინდათ გაიგოთ, როგორ ოქტომბერს გვპირდებიან ციური მნათობები? მაშინ აუცილებლად ჩვენს ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცანით.

ოქტომბერი ხელსაყრელი დროა მათთვის, ვინც სულიერ სითბოს და ოჯახურ სიმყუდროვეს ეძებს. ეს თვე თავგადასავლების მაძიებლებს ვერაფრით დაეხმარება, თუმცა არც ხელის შეშლას აპირებს.

ვერძი

ოქტომბერი საუკეთესო დროა, რომ წარსული გაიხსენოთ. იქ უამრავ საინტერესოს აღმოაჩენთ, რაც ხელახალ გააზრებას იმსახურებს. დროა, შეუსრულებელი დაპირებები და სამომავლოდ გადადებული საქმეებიც გაიხსენოთ. თუ არ იზარმაცებთ, ყველაფრის დროულად დასრულებას შეძლებთ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენს ცხოვრებას არ მიაკაროთ ადამიანები, რომლებმაც თქვენი ნდობა ვერ დაიმსახურეს. თქვენ მათ ყოველდღიურად ხვდებით და საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ უამბობთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება.  პირადი საზღვრების გადახედვა პრობლემებისგან დაგიცავთ.

ტყუპები

მშვენიერი დროა მოგზაურობისა და ახალი ცოდნის შესაძენად. ოქტომბერში ახალი ადამიანების გაცნობა კარგ პერსპექტივას გპირდებათ – შესაძლოა, ეს ნაცნობობა ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და ორივე მხარეს წარმატება მოუტანოს.

კირჩხიბი

ოქტომბერში შემოქმედებითი საქმიანობა საოცარ შედეგებს მოგიტანთ. თუ შემოქმედი არ ხართ და შედევრების შექმნა არ შეგიძლიათ, ოქტომბერი ამ დანაკლისს რომანტიკული მოვლენებით აგინაზღაურებთ, რომლებიც თქვენს გულში თბილ კვალს დატოვებენ.

ლომი

მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ახლობლებთან ურთიერთობაში ჰარმონია შეინარჩუნოთ. დაივიწყეთ ყველა ეჭვი და წყენა და გაიხსენეთ, რომ თქვენი პოზიცია ყოველთვის სამართლიანი და ობიექტური არ იყო. ახლა კეთილგანწყობის შენარჩუნება და ზომიერების დაცვა თქვენს ინტერესებშია.

ქალწული

ოქტომბერი დაგანახებთ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში გარშემომყოფთა მონაწილეობა. სხვისი დახმარებით პრობლემებს სწრაფად და ადვილად მოაგვარებთ, მაშინ როცა ყველაფრის მარტო კეთება უკიდურესად დამღლელი იქნება.

სასწორი

ოქტომბერში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, რაც არა მარტო საკუთარ, არამედ სხვის ცხოვრებაზეც გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. ეს საკმაოდ რთული იქნება, თუმცა თქვენს ინტერესებშია, რომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ და სხვას არ გადააბაროთ.

მორიელი

ეცადეთ, საქმის კეთების დროს არ აჩქარდეთ და ყველაფრის ერთდროულად კეთება არ მოინდომოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებულის დასრულება გაგიჭირდებათ და შრომისუნარიანობას დაკარგავთ. ოქტომბერი მხარს უჭერს მათ, ვინც ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად მოძრაობს.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანია, ოქტომბერში დაწყებული ყველა საქმე დროულად დაასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეები სწრაფად დაგროვდება და მათთან გასამკლავებლად არც ენერგია გეყოფათ და არც ენთუზიაზმი. არ მოდუნდეთ, რომ შემდეგ დაკარგულ შესაძლებლობებზე არ ინანოთ!

თხის რქა

ოქტომბერში რაც უფრო მეტს მოისმენთ და ნაკლებს ილაპარაკებთ, მით უკეთესია.  საკუთარი აზრის სხვებისთვის გაზიარება და მით უმეტეს, თავზე მოხვევა პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თუ გინდათ ვინმეს რამე დაუმტკიცოთ, ჯობია, საკუთარი იდეის მაგალითად იქცეთ. ეს ბევრად უფრო შედეგიანი იქნება.

მერწყული

საეჭვოა, რომ თქვენი თხოვნა ვინმემ მოისმინოს და გაითვალისწინოს. ეს თვე მიმდინარე საქმეებზე სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ ყველა საქმე გვერდზით გადადოთ და კარგად დაისვენოთ. ეს შანსი აუცილებლად გამოიყენეთ.

თევზები

ეს თვე საკმაოდ სწრაფად ჩაივლის, ამიტომ გრძელვადიანი ამოცანების შესრულება გაგიჭირდებათ. ბევრად უფრო სასარგებლო იქნება, თუ ახლა მცირე საქმეებს მოაგვარებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობაში – ახლა ნებისმიერი სიტყვა შეიძლება დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

სრულად წაკითხვა