#OK! მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში დევიდ კომამ Blumarine-ს მეორე კოლექცია წარადგინა

5 days ago 9

„ეს შუქ-ჩრდილების, სინაზისა და სტრუქტურის მუდმივი მონაცვლეობაა“, –  Blumarine – ის კრეატიულმა დირექტორმა დევიდ კომამ (დავით კომახიძე) მილანის მოდის კვირეულზე Blumarine-თვის მეორე კოლექცია წარადგინა.

კოლექციის სანახავად კომამ სტუმრები ვენეციის თვალწარმტაც ადგილზე – Palazzo Isimbardi-ში მიიწვია.

ნისლში ჩაფლულ, დიდი ზარებით გაფორმებულ პოდიუმზე გამჭვირვალე და ნახევრადგამჭვირვალე კაბებში გამოწყობილი Blumarine-ის გოგონები კი არ დადიოდნენ, თითქოს დაფინავდნენ. მნახველის ყურადღებას იქცევდნენ ბაფთიანი და პეპლიანი ბლუზები, დიდი კრისტალებით მორთული ჯვრები, უცნაური ფორმის მზის  სათვალეები და მრავალშრიანი ყელსაბამები, თხელი, ბადისებრი ქსოვილისგან შეკერილი კაბები, მოკლე სმოკინგები და მაქმანებიანი ჩანართები ვიზუალურ ქაოსს ქმნიდა. განსაკუთრებით გამოირჩოდა ქალის ფრიალა ზედატანები, კაბები პეპლების მოტივებით და ელეგანტური  სამოსი.

კომას მეორე კოლექცია გაცილებით უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე მისი დებიუტი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დიზაინერი ჯერ კიდევ ძიების პროცესშია.

Blumarine-ის მეორე ჩვენებისთვის, დევიდ კომა მთლიანად გლამურში ჩაეფლო.

ბრენდის სიმბოლოს  – პეპლის გამოყენებით, მან Blumarine-ის ქალური სული მგრძნობიარე ღამის არსებად გარდაქმნა, ტანსაცმლის ხაზი საღამოსა და წვეულებისთვის განკუთვნილი ნივთებით შეავსო, დღის ტანსაცმლისთვის კი ცოტა ადგილი დატოვა.

„მე ნამდვილად მინდოდა ბნელი რომანტიზმის ეს კონცეფცია შემესწავლა“ – თქვა კომამ და თავისი შემოქმედებითი საქმიანობის ამოსავალ წერტილად გოთური ლიტერატურისა და რომანტიკული სასიყვარულო ისტორიების ნაზავი მოიყვანა.

სრულად წაკითხვა