#OK! მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს პატიმრობა მიუსაჯეს

1 day ago 13

მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალებაში ბრალდებული ხუთი პირიდან ერთ-ერთის განაჩენი გამოაცხადა. კალიფორნიელი ექიმი, სალვადორ პლასენსია, რომელმაც პერის მედიკამენტი „კეტამინი“ გადასცა, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს – ის ფედერალურ ციხეში ორწელიწადნახევარს გაატარებს.

Виноват больше всех». Врач, поставлявший кетамин актеру Мэтью Пэрри, получил 2,5 года тюрьмы - BBC News Русская служба

მსახიობის დედამ, უზან მორისონმა ექიმს ემოციურად მიმართა და მისი მიმოწერა გაიხსენა, რომელშიც პლასენსიაპერი იდიოტი უწოდა. მასში იდიოტური არაფერი ყოფილა. თქვენ ფიცი დადეთ, რომ ადამიანებს დაიცავდით და ჩემი შვილიც უნდა დაეცვათ“, – განაცხადა ქალმა.

 это решающее заседание - фото 761901

თავად სალვადორ პლასენსია პერის ოჯახს ბოდიში მოუხადა. სასამართლოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მან თავისი კლინიკის ფინანსურ სირთულეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტში ნარკო დამოკიდებულების ნიშნების მიუხედავად, „დიდი ფულის“ შეთავაზებამ მის ქმედებებზე გავლენა მოახდინა.

დანარჩენ ოთხ ბრალდებულს, მათ შორის მსახიობის პირად ასისტენტს, განაჩენს მომდევნო თვეებში გამოუტანენ.

Смерть актера из сериала «Друзья» Мэтью Перри расследуется несколькими ведомствами в США - Baimedia.kz

ამერიკელ-კანადელი მსახიობი მეთიუ პერი, რომელიც ტელესერიალ „მეგობრები“-ში შესრულებული ჩენდლერ ბინგის როლით გახდა ცნობილი, 2023 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. მსახიობის სიკვდილის მიზეზად „კეტამინის მწვავე ეფექტები“ დასახელდა.

პერის საქმეზე დაკავებულთა შორისაა: ორი ექიმი, მეთიუ პერის თანაშემწე და ნარკოტიკული საშუალებით მოვაჭრე ორი პირი.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ ამით მსახიობს დიდ საფრთხეს უქმნიდნენ, მაგრამ პირადი მიზნებისთვის, მსახიობის ნარკოდამოკიდებულებით ისარგებლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეთიუ პერი კეტამინის კურსს გადიოდა, რაც შფოთვით აშლილობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარებოდა, თუმცა მსახიობმა ბოლო კეტამინი კურსის ფარგლებს გარეთ მიიღო, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! იხილეთ F.R.I.E.N.D.S-ის პირველი თრეილერი: სპეციალურ ეპიდოზს მაყურებელი 27 მაისს იხილავს

სრულად წაკითხვა