#OK! ,,მაშინ ინტერნად მიღებაზე მქონდა განაცხადი გაგზავნილი და საბედნიეროდ, არ ამიყვანეს” – დემნა გვასალია

1 month ago 3

დემნა გვასალიას ამერიკულმა Vogue – მა ვრცელი სტატია მიუძღვნა  და მოდის ქართველი რევოლუციონერი კიდევ უფრო განსხვავებული კუთხით წარმოაჩინა.  კარიერული გზის შეჯამებასთან ერთად, მან  BALENCIAGA – სგან 2007 წელს მიღებული უარი გაიხსენა.

,,ის მაგიდასთან მელოდება, ნაცრისფერი ჰუდი აცვია. დღის ბოლოს პატარა შესვენება აქვს, პარიზში ფინალური  ჩვენებისთვის ემზადება, რომელსაც ივლისის დასაწყისში გამართავს“ –  წერს ვოგის ჟურნალისტი.

ბოლო ჩვენება „კერინგის“ შტაბბინაში იმართება, რუ დე სევრზე. დასწრების მსურველებს 9 ივლისამდე შეუძლიათ ჩაწერა.

გამოფენა იმ  შეტყობინებით დაიწყება, რომელიც დემნამ ბალენსიაგასგან 2007 წელს მიიღო. ანტვერპენის აკადემია ახალი დამთავრებული ჰქონდა და სტაჟირებისთვის ადგილს ეძებდა.

-გამეცინა, როცა ვიპოვე. მაშინ ინტერნად მიღებაზე მქონდა განაცხადი გაგზავნილი და საბედნიეროდ, არ მიმიღეს.

-საბედნიეროდ?

-რა თქმა უნდა! იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჩემი პროფესიული გზა ასე არ  განვითარდებოდა.

სრულად წაკითხვა