18 წლიანი ქორწინების შემდეგ, მსახიობები მარიონ კოტიარი და გიიომ კანე დაშორდნენ. ამის შესახებ განცხადება მათმა აგენტმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებით და ურთიერთ პატივისცემით იქნა მიღებული.
49 წლის ოსკაროსანი მსახიობი – მარიონი და 52 წლის მსახიობი გიიომი, ერთად პირველად ეკრანზე 2003 წლის რომანტიკულ დრამაში „შემიყვარე, თუ გაბედავ“ გამოჩნდნენ, 2007 წლიდან კი თანაცხოვრება დაიწყეს.
წყვილი ორი შვილის – 13 წლის მარსელის და 8 წლის ლუიზის მშობლები არიან.