#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

1 day ago 3

ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი გვინეტ პელტროუ და მისი მომხიბვლელი ქალიშვილი, ეპლ მარტინი Gap-ის რეკლამაში გადაიღეს. ბრენდმა შემოდგომის კოლექცია წარმოადგინა, რომელიც ორი თაობის სტილს აერთიანებს. 52 წლის დედა და 21 წლის ქალიშვილი კამერის წინ ნუდი მაკიაჟით, გაშლილი თმით და კლასიკური სამოსით წარსდგა. დედა-შვილისთვის ეს პირველი ერთობლივი პროექტია.

ფოტოსესია ცნობილმა ფოტოგრაფმა მარიო სორენტიმ გადაიღო, კოლექციის კრეატიული დირექტორი კი ზაკ პოზენი იყო, რომელიც Gap-ის გუნდს გასულ წელს შეუერთდა.

&nbsp

;

გვინეტ პელტროუს Coldplay-ის ვოკალისტ კრის მარტინთან ორი შვილი ჰყავს: ქალიშვილი ეპლი და ვაჟი მოსე. წყვილი ერთმანეთს 2002 წელს შეხვდა და ერთი წლის შემდეგ დაქორწინდა.

თერთმეტწლიანი ურთიერთობის შემდეგ ქორწინება დასრულდა, თუმცა ყოფილმა მეუღლეებმა მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება შეძლეს. გვინეტი ხშირად ანიშნავს, რომ შვილების მამას ხშირად ხვდებიან და ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ერთად აღნიშნავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! დღეს გვინეტ პელტროუ 51 წლის გახდა – ჰოლივუდის ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო” და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქალბატონებს

სრულად წაკითხვა