#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

4 months ago 21

რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, არაფერია ახალი ცისქვეშეთში, იცვლება მხოლოდ დეკორაციები და წლებს სხვა სახელები ჰქვიათ. არ გჯერათ? თავად ნახეთ დიდი ადამიანების ნააზრევები წინა საუკუნიდან და წინა წელთაღრიცხვიდან:

„იქ, სადაც სამართალი ვერ იმარჯვებს, სახელმწიფო ინგრევა.“ – არისტოტელე

„სახელმწიფო იქამდეა ძლიერი, სადამდეც სამართალი მმართველობს და არა ადამიანები.“ – პლატონი

„სამართალი სახელმწიფოს ხერხემალია – თუ ის ტყდება, მთელი სისტემა ინგრევა.“ – არისტოტელე

„სამართლიანობა სახელმწიფოს სიძლიერის გარანტიაა, ხოლო უსამართლობა – მისი დაცემის დასაწყისი.“ – ციცერონი

„სახელმწიფო იქამდეა ძლიერი, სადამდეც მისი მოქალაქეები მას ენდობიან.“ – შარლ დე გოლი

„სახელმწიფო არ არის ხალხის მბრძანებელი – ის ხალხის მსახურია.“ – უინსტონ ჩერჩილი

„თავისუფალი სახელმწიფო იმით განისაზღვრება, რამდენად თავისუფალია მასში მცხოვრები ადამიანი.“ – ბენჟამენ კონსტანი

„სამართალი უნდა იყოს ლამპარი, რომელიც სახელმწიფოს გზას უნათებს, და არა ჯაჭვი, რომელიც მას აბამს.“ – თეოდორ რუზველტი

„დემოკრატიული სახელმწიფო ისაა, სადაც კანონი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს.“ – აბრაამ ლინკოლნი

„უსამართლო კანონი ძალადობის ფორმაა, და მისი დაცვა – უსამართლობის გაგრძელება.“ – მაჰათმა განდი

„კანონი მაშინ კარგავს თავის ძალას, როცა ის სამართლიანობას არ ემსახურება.“ – ჟან-ჟაკ რუსო

„სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ ძლიერების ინტერესებს ემსახურება, ვერასდროს იქნება სამართლიანი.“ – ლევ ტოლსტოი

„სამართლიანი კანონი თავისუფლების გარანტიაა, უსამართლო კანონი კი – ბორკილი.“ – ბენჟამინ ფრანკლინი

მე კი გისურვებთ სამართლიან სასამართლოს იქ, სადაც ცხოვრობთ.

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

სრულად წაკითხვა